logo_geo
eng_logo
გრიშა ონიანი: ქართველები ხომ გარდაცვალების შემდეგ აცოცხლებენ თავიანთ სანუკვარ და სალეგენდო ადამიანებს!
- +

17 ივლისი. 2018. 03:12

 

 

„თუ საქართველოს სიკვდილი უწერია, ბედნიერი ხარ, რომ წინაუსწარ მას შენი სიკვდილით და, თუ საქართველო იცოცხლებს, შენც მასთან ერთად იცოცხლებ მარად“. უფრო კარგად რომელ ბრძენსა და მჭევრმეტყველს უნდა ეთქვა სიტყვა.

 

ბატონო თამაზ, შენ დიდგორზე უნდა დაიკრძალო, იქ, სადაც დავით აღმაშენებლის უზარმაზარი ხმალია დიდგორის ველზე მიწაში ჩარჭობილი. შენ იმ დროშით უნდა დაიმარხო, რომელიც ქართველ ხალხს მუდამ ხელთ ეპყრა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე.

 

შენ იმ ათწლეულებში მოგიხდა მოღვაწეობა, როდესაც შენს სამშობლოზე „კაენის სულის აღზევებამ გადაისროლა“.

 

შენ მაშინ იყავ „ზეცის საყვირი“, როდესაც „ყველა ყრუ და ყველა მუნჯი“ იყო.

 

როდესაც ცხოვრობდა ხალხი „მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი“.

 

შენ რომ გიჟი სახურავიდან ჩამოიყვანე, დღესაც ქუჩაში დარბის და კვლავ სახურავისაკენ მიიწევს. შენმა ტოტიამ ახალი ლეკვები დაბადა, უფრო აგრესიულები და ღრენიები. „გრიშა ბიძიას“, რომელიც დეპოში გააღვიძე, კვლავ ჩაეძინა და სხვა ბევრი მიემატა კიდეც!

 

ბატონო თამაზ, პარასკევი ხომ ჩვენი უსაყვარლესი დღე იყო. თქვენი შეუდარებელი ნიჭის ყოველკვირეული გამონათების ნათელი დღე. ვინ გაგვაცინებს, ვინ ჩაგვაფიქრებს, ვინ მოგვიწოდებს, ვინ იქნება თქვენ შემდეგ პატიოსნების გმირობისა და გამბედაობის ბრწყინვალე მაგალითი? – ალბათ, თქვენი შემოშქმედება! ქართველები ხომ გარდაცვალების შემდეგ აცოცხლებენ თავიანთ სანუკვარ და სალეგენდო ადამიანებს!

 

 

გრიშა ონიანი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner