ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან დიალოგი პროდუქტიული იყო.
„დიპლომატია და ურთიერთქმედება უკეთესია, ვიდრე კონფლიქტი და დაპირისპირება, ხოლო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრები უფრო ხშირად გაიმართება.