ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება ამა წლის მარტში დაიწყო.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურაში განაცხადეს.
გამოძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე გამოიკითხნენ.
პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.