„მე როგორ უნდა მიმითითოს მამუკა ახვლედიანმა, რომ ვიყო დამოუკიდებელი?!", - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ახვლედიანი არის პირი, რომელსაც დამოუკიდებელი აზრი არც ერთ კონფერენციაზე არ დაუფიქსირებია.
ლია ორკოდაშვილმა აღნიშნა, რომ იგი ზაზა მეიშვილის დეიდაა.
„გთხოვთ, ყოველთვის ნუ გააკეთებთ აქცენტს ცუდზე, ვიღაც რომ რაღაც თამაშს თამაშობს, ამის გამო ნუ ჩავდებთ მიწაში. მამუკა ახვლედიანს არასოდეს დამოუკიდებელი აზრი არ გამოუხატავს. გმირად ნუ გამოვიყვანთ ისეთ ადამიანს, რომელსაც არც ერთ კონფერენციაზე საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია", - განაცხადა ლია ორკოდაშვილმა შეხვედრაზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და მოსამართლე შოთა გეწაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სწორია საბჭოს გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, მამუკა ახვლედიანის პირობებში არსებობდა არასწორად დაგეგმილი მენეჯმენტი. "იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც უნდა გადაარჩინოს საქალაქო სასამართლო", - განაცხადა შოთა გეწაძემ.