logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: ჩვენ ჩვენს მრავალფეროვნებას ვმატებთ ევროპას
- +

8 მაისი. 2016. 17:02


ჩვენ დღეს ევროპასთან ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს, რადგან საქართველო არის ევროპა, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ რიყის პარკში ევროპის დღეების გახსნაზე განაცხადა.



საქართველო არის ევროპა არა იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეიძლება ვგავდეთ ჰოლანდიელებს ან ირლანდიელებს, არამედ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ჩვენს მრავალფეროვნებას ვმატებთ ევროპას, ევროპულ კულტურას, ევროპულ ცივილიზაციას, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და არის თავისთავად ძალიან მრავალფეროვანი. ასე რომ, ვისთვისაც ძვირფასია ეს, ვულოცავ ევროპის დღეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner