logo_geo
eng_logo
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

18 ივლისი. 2018. 00:34

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს 23:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით.

 

ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და გორგასლის ქუჩის გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით ან ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსისა და გვირაბის გავლით ევროპის მოედნამდე, ევროპის მოედნიდან კი ღვინის აღმართის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე ღვინის აღმართზე ავტოტრანსპორტის დგომა-გაჩერება აკრძალული იქნება.

 

მოძრაობა სრულად აღდგება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner