logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მაინც მეგონა, რომ მაჭუტაძის კანდიდატურას წარმოგვიდგენდნენ!
- +

18 ივლისი. 2018. 02:33

 

 

გუშინ "კავკასიის" ეთერში მურმან დუმბაძეს ვუსმინე... ვუსმინე კი არა, შემთხვევით გადამერთო და რამდენიმე წუთით გავაჩერე. ჰო, ეს ის ბათუმელი დუმბაძეა, ბიძინა ივანიშვილის წყალობით რომ მოხვდა პარლამენტში 2012 წელს და მას მერე ბოდიალობს. არა, მანამდეც ბოდიალობდა, ვინც "ნაციონალებს" ხმას მისცემს, იღლიებში ძირმაგარები გამოუვაო, მაგრამ მერე თვითონვე დაიწყო იმავე "ნაციონალებში" სუნსული. ავი ენები კი ამბობდნენ, მაგათთან არი შეკრულიო, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდით... დიახ, ვერ ვიჯერებდით და აჰა, ახლა უკვე თამამად წამოჯდა "ნაცების" სუფრაზე და იძახის, სისტემა უნდა შევცვალოთო, ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათო, ჩვენ ისეთი გამოცდილი და განათლებული საპრეზიდენტო კანდიდატი გვეყოლება, ჩათვალეთ, რომ გამარჯვებულიაო.

 

სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიცინე, ისეთი ადამიანური ღირსებები ჩამოთვალა (გამოცდილება, განათლება, პატიოსნება, ავტორიტეტი), მეგონა, ნიკა მაჭუტაძეზე ლაპარაკობდა... თუმცა შევცდი - აგერ, უკვე ცნობილი ხდება, რომ 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. არ გაინტერესებთ, რომელი პარტიები შედიან ამ ვითომ ფართომასშტაბიან გაერთიანებაში? ა, ბატონებო, თავად იხილეთ: „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; "ახალი საქართველო" - გიორგი ვაშაძე; "საქართველო ლიდერთა შორის" - მამუკა გამყრელიძე; "საქართველოს ევროპელი დემოკრატები" - პაატა დავითაია.

 

მე პირადად არც კი ვიცოდი, მურმან დუმბაძესაც ჰქონია პარტია - "ემსახურე საქართველოს"! სწორედ ამაზე იტყოდა ხოლმე ცხონებული აკაკი წერეთელი, ვაი, ვაი, და სხვანიო. ეს დუმბაძე ხომ არის ვაი და ვაი, დანარჩენები კი გახლავან სხვანი და სხვანი. თქვენი არ ვიცი და... მე კი მგონია, რომ ესენი ან აქ არ არიან, ან კიდევ სპეციალურად იბითურებენ თავებს. აი, ხომ იძახიან, 10 პარტია ვართო? ეს 10 პარტია მთლიანად რომ გადაადნოთ, 10 ნორმალური კაციც კი არ გამოვა... ჰა, ჰა, შეიძლება 10 მაჭუტაძე გამოვიდეს!

 

აბა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? უკვე გითხარით, ბოლომდე მაინც მჯეროდა, რომ ჩამოთვლილი ღირსებების გათვალისწინებით, ნიკა მაჭუტაძის კანდიდატურას შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ იყოს გრიგოლ ვაშაძე, რუსეთში განსწავლულ-დავაჟკაცებული პერსონა, არც ეგ არი ნაკლები!

 

ვიიიშ, ეს რა დღეში ხარ, საცოდავო საქართველოვ?!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner