უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ თუ ივანიშვილი საზოგადოებისთვის ღირებულ პროექტებს ახორციელებს, ბოტანიკურ ბაღში განსახორციელებლი პროექტები, ქილიკის საგანი არ უნდა გახდეს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ბოტანიკურ ბაღში განსახორციელებელ პროექტებს განიხილავდნენ, ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ეს პროექტები საჯარო ღირებულების არის.
"ეს არის საზოგადოებრივი, საჯარო ღირებულების პროექტები. ეს არ არის ბიზნეს პროექტები. ისეთი პროექტები, როგორებიცაა საზოგადოებრივი ღირებულების პროექტები, კვლევითი ინსტიტუტების დაარსების, ოპერის მხარდაჭერის და სხვა, როგორ უნდა წარმოაჩინო ბიზნეს ინტერესებად? მოატყუეთ ვინც მოგიტყუებიათ. თაბორის მთაზე, ამდენი ხარჯის შემდეგ, იქ ბიზნესი გაკეთდება? სამწუხაროდ, შეიძლება ბიძინა ივანიშვილთან შედარებით ჩვენს ბიზნესს შესაძლებლობები ნაკლები აქვს, მაგრამ მას სოციალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა არ აქვს. თუ ეს მაგალითი იქნება, მე იმედი მაქვს რომ რაღაც კონტრაქტი ბიზნესს, ხალხსა და სახელმწიფოს შორის შედგება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ნორმალური ცხოვრება დავიწყოთ. ცხადია ერთი ადამიანის შემყურე არ უნდა ვიყოთ, მაგრამ თუ ეს ადამიანი საზოგადოებრივად ღირებულ საქმეს აკეთებს, საზოგადოების გააქტიურებას უწყობს ხელს, მისი ეს პრექტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ქილიკის საგანი და ასეთ პროექტებს ხელი უნდა შევუწყოთ",- აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.