2016 წლის 9 მაისს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, „ლარსი ჰესის" ნულიდან გაშვების ტესტირების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.