„ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა შეგაძლებინოთ, აკეთოთ სიკეთე თქვენი სულის საოხად, ჩვენი საქართველოს წინსვლისათვის" - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქველმოქმედო ფონდი "სავსე გულით" დალოცა.
პატრიარქმა ასევე ახალგაზრდები დალოცა, რომლებმაც ფონდის საქმიანობას ჩაუყარეს საფუძველი.
ფონდი „სავსე გულით" პატიმრებისა და ემიგრანტების ოჯახებს ეხმარება.