logo_geo
eng_logo
კვიპროსის სანაპიროსთან მიგრანტების გემის ჩაძირვისას 16 ადამიანი დაიღუპა
- +

18 ივლისი. 2018. 20:48

 

 

ნავი, რომელსაც თურქეთიდან კვიპროსში 160 მიგრანტი გადაჰყავდა, კვიპროსის სანაპიროსთან ჩაიძირა და 16 ადამიანი დაიღუპა. დანარჩენებს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

 

ხმელთაშუა ზღვა აზიელი და აფრიკელი მიგრანტებისთვის საშიში მარშრუტია. მხოლოდ იანვრიდან მაისამდე თურქეთიდან ევროპის ქვეყნებში გადასვლის მცდელობისას 26 მიგრანტი დაიღუპა.

 

ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის, Frontex-ის მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში არალეგალური მიგრანტების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის შემთხვევები ორჯერ შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

29 ივნისს ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ პოლიტიკაზე შეთანხმება მოახერხეს. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ზღვაზე გადარჩენილი მიგრანტებისთვის ცენტრების გახსნას ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას დათანხმდებიან. გარდა ამისა, ევროკავშირი აპირებს ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში გახსნას ლტოლვილთა ბანაკი, რათა შეამციროს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადი.

 

მიგრანტებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner