logo_geo
eng_logo
ოთარ კვესიტაძე: ბიძინა ივანიშვილმა დროული დახმარებით ბოტანიკური ბაღი გადაარჩინა!
- +

8 მაისი. 2016. 21:55


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ოთარ კვესიტაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დროული დახმარებით, ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი გადაარჩინა.


აღნიშნული განცხადება ოთარ კვესიტაძემ დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც მსჯელობა ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.


"მე მოწმე ვარ იმისა, 1992-1993 წლიდან, რა საშინელება დაიწყო ამ დაწესებულებებში, სადაც არანაირი პირობა არ იყო იმისათვის, რომ ბიომრავალფეროვნება, რაც ქვეყანას ახასიათებს, შენახული და აკუმულირებული ყოფილიყო ბოტანიკურ ბაღებში.

         

ბიძინა ივანიშვილმა, იმ დიდი და დროული დახმარებით, გადაარჩინა ეს დაწესებულებები. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ არც ბოტანიკური ბაღი, არც ბოტანიკის ინსტიტუტი, არც ის უნიკალური მცენარეების კოლექცია არ იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. არანაირი მიზეზი არ უნდა გვქონდეს, რომ სულ მცირეზეც კი ვედაოთ კაცს, რომელმაც უზარმაზარი ფული ჩადო. ეს ყველაფერი, ელემენტარულად, უნდა დავინახოთ",- განაცხადა ოთარ კვესიტაძემ


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner