logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ჭუბერში თითოეული ადამიანი გაოცებულია, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები იმდენად საოცარი ტემპით მიდის
- +

19 ივლისი. 2018. 03:19

 

 

„ჭუბერში თითოეული ოჯახი, თითოეული ადამიანი გაოცებულია, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები იმდენად საოცარი ტემპით მიდის“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ყოველდღიური, ყოველწუთიერი კონტაქტი მაქვს როგორც მოსახლეობასთან, ასევე სამუშაოების მწარმოებლებთან, მუშებთან, კერძო კომპანიებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელებთან. შექმნილია Whats App ჯგუფი, სადაც ყველა მათგანია გაერთიანებული და ყოველწუთიერად ვიღებთ ინფორმაციას, სად რა პრობლემა გვაქვს.

 

ზარალი საკმაოდ დიდია და საბოლოო ჯამში, მისი დათვლა მას შემდეგ მოხდება, როცა იქნება პროექტი, თუ რა დაჯდება მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურება, აღდგენითი სამუშაოები და ა.შ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner