logo_geo
eng_logo
ლეილა მამულაშვილი: მამუკა ახვლედიანმა სასამართლოში, ძირითადად, მეუღლის მეგობრები დაასაქმა
- +

23 თებერვალი. 2016. 20:53


თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარისა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შორის შეხვედრაზე, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიმართ რამდენიმე ბრალდება გაისმა.


მამუკა ახვლედიანის მიმართ უკმაყოფილოა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ლეილა მამულაშვილი. მისი თქმით, 8 თვის განმავლობაში მას მხოლოდ ორჯერ ესაუბრა და ისიც ტელეფონის საშუალებით.



„თბილისის საქალაქო სასამართლო სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს" დაემსგავსა, რადგან მამუკა ახვლედიანმა სასამართლოში, ძირითადად, მეუღლის მეგობრები დაასაქმა. ადამიანი, რომელსაც ერთი გადაწყვეტილება არ გამოუტანია, მე, როგორც მოსამართლეს, შეურაცხყოფა არ უნდა მომაყენოს. ახვლედიანმა განაცხადა, რომ სასამართლოში საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეები არიან. მე პირადად, ამ სიტყვებით შეურაცხყოფილი ვარ. 8 თვის განმავლობაში ორჯერ ვესაუბრე მამუკა ახვლედიანს და ისიც ტელეფონის საშუალებით. ახვლედიანმა, როგორც თავმჯდომარემ, ყველა კომფორტი გამოიყენა, ყველა შეღავათით სარგებლობდა. საზღვარგარეთ მივლინებებში დადიოდა. კი ბატონო, წავიდეს, როგორც თავმჯდომარე, მაგრამ უკან დაბრუნებულმა შთაბეჭდილებები მაინც გაგვიზიაროს", - განაცხადა ლეილა მამულაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner