საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600 ლარიანი დახმარება, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ამასთან, ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, 9 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პარკში გვირიგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ვეტერანებთან ერთად დაათვალიერებს მეორე მსოფლიო ომის ამსახველ ფოტოგამოფენას.
პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სადღესასწაულო სადილზე უმასპინძლებს.