logo_geo
eng_logo
შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს
- +

20 ივლისი. 2018. 02:09

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებულება გამოსცა.

 

19 ივლისის ბრძანებულების თანახმად, შეწყალების კომისიაში შედიან:

 

ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე;

ლია მუხაშავრია – იურისტი, უფლებადამცველი;

ეკა გიგაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;

ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი – მწერალი, დრამატურგი;

რევაზ კიკნაძე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი;

კონსტანტინე ჯანდიერი – მწერალი;

გივი შაჰნაზარი – მწერალი;

თეოდორე (ჭუაძე) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი;

ნინო კიკნაძე – იურისტი;

არინა თავაქარაშვილი – პედაგოგი.

 

წინა შემადგენლობიდან, კომისიის წევრები აღარ არიან თამარ ხიდაშელი და უჩა ნანუაშვილი, ახალ წევრებად კი დაემატნენ ნინო კიკნაძე და არინა თავაქარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner