logo_geo
eng_logo
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს
- +

20 ივლისი. 2018. 13:48

 

 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. დ.ღ.-ს მშობლებმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს. როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, არასრულწლოვანს არავითარი ცრუ ჩვენება არ მიუცია და შესაბამისად, ის ბრალს არ აღიარებს.

 

რაც შეეხება ბრალის შესაძლო დამძიმებას, რაზეც მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საუბრობს, არასრულწლოვანის მშობელი ამ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.

 

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

 

მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner