logo_geo
eng_logo
ადვოკატი: გუშინ დაკავებული არასრულწლოვანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ სთხოვა, მათი საუბარი, მათ შორის დარჩენილიყო
- +

20 ივლისი. 2018. 14:47

 

 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბრალდებული მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თავად ზაზა სარალიძის თხოვნა იყო, რომ საუბარი მათ შორის დარჩენილიყო.

 

„იმ ნაწილში, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრა ნამდვილად შედგა ამას არ უარყოფს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა ის ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ მას სთხოვა, მათ შორის საუბარი, მათ შორისვე დარჩენილიყო, რაც გაითვალისწინა და სასამართლოსთვის არ მოუხსენებია ამის თაობაზე. თუმცა ის ფიქრობს, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ყოფილა ამ შეხვედრაზე, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა“, - განაცხადა მარიამ პაპოშვილმა.

 

რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, როგორც ადვოკატი ამბობს, ის არც დ.ღ.-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და არც საქმის მასალებს არ იცნობს და შესაბამისად, ამ ეპიზოდზე ის ჯერ ვერ ისაუბრებს.

 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს დღეს ბრალი წაუყენეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner