logo_geo
eng_logo
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ
- +

20 ივლისი. 2018. 16:03

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები წინასწარ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ.

 

დეპუტატები გლდანის საგამოძიებო იზოლატორში შესვლას 22 ივლისს გეგმავენ.

 

მირზა სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ხოლო თენგიზ კალანდიას - დანაშაულის დაფარვის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

 

ამასთან, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა 23 ივლისს გაიმართება. კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner