logo_geo
eng_logo
„საქართველოსა და გერმანიის შს მინისტრების შეხვედრის შემდეგ, გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა“
- +

20 ივლისი. 2018. 16:04

„საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

„თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიზნით, როგორც მოგეხსნებათ, შსს-მ საკმაოდ აქტიური ქმედებები განახორციელა. უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანის მნიშვნელობაზე შს მინისტრმა გერმანიის შს მინისტრთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ამ შეხვედრიდან ძალიან მოკლე დროში გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო შეიყვანოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ამ სიაში საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ჰყავს და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას. ტენდენცია კლებისკენ მიემართება და უფრო მეტი პროგრესისთვის ვმუშაობთ, მათ შორის ჩვენი ატაშეების მეშვეობით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს. მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებიდან, მხოლოდ 0,6 პროცენტი დაკმაყოფილდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner