logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გავხდები!
- +

21 ივლისი. 2018. 01:15

 

 

„თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გავხდები“, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩემი მიდგომა რუსეთთან მიმართებაში უფრო ხისტი და მკაცრია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს ჰქონია. გაიხსენეთ სანქციები, რომელიც რუსეთს დავუწესე, რუსი დიპლომატები, რომლებიც აშშ-დან გავაძევე. ამდენი რამ რუსეთთან მიმართებაში არავის გაუკეთებია“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ურთიერთობის დალაგება პრეზიდენტ პუტინთან პოზიტიური ამბავი იქნება.

 

„თუმცა, თუ ეს არ იმუშავებს, თუ ურთიერთობებს ვერ დავალაგებთ, მაშინ მე მისი ყველაზე ცუდი მტერი ვიქნები", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის სარა სანდერსის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწეს, ჯონ ბოლტონს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში ვიზიტით მოწვევა დაავალა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner