logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მოსამართლეები მიხვდნენ, რომ მათ ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვა ერა იწყებოდა!
- +

21 ივლისი. 2018. 01:31

 

 

„კონკრეტულმა პირებმა, რიგითმა მოსამართლეებმა შემომითვალეს, ვიქნებოდი თუ არა მათი პატრონი, რასაც ამდენი ხნის შემდეგ, პირველად, თქვენი ეთერით ვამბობ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

 

„ჩემი დანიშვნისას, მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან იყო მოლოდინი, ვიქნებოდი თუ არა მათი, ასე ვთქვათ, ქოლგა. მე მათ ძალიან ცალსახად გავაგებინე, რომ ის ეპოქა დასრულებული იყო. ვუთხარი, თქვენ ერთადერთი პატრონი გყავთ, მართლმსაჯულების ხელისუფლების შტოს ხელმძღვანელი და ასეთი პატრონი რომელიმე მინისტრი, ან მთავრობა ვერ იქნება-მეთქი. მათ ეს გაიგეს და მიხვდნენ, რომ მათ ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვა ერა იწყებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, ეს რომ ასე იყო, შედეგი სახეზეა, რადგან ვერავინ იტყვის, რომ ექვსი წლის განმავლობაში, რაც ის მინისტრის პოზიციაზეა, რომელიმე მოსამართლეს დაურეკა, რამე სთხოვა, ან ვიღაცას საქმე ჩაუწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner