თბილისის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, 10 მაისს, მეორე მსოფლიო ომის გმირის, მელიტონ ქანთარიას მემორიალური ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნება.
მელიტონ ქანთარიას მემორიალური ბიუსტი გასული წლის 9 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარშიც გაიხსნა.
მელიტონ ქანთარიამ 1945 წლის 30 აპრილს რაიხსტაგის გუმბათზე გამარჯვების დროშა აღმართა.