ევროთასებზე მოასპარეზე ოთხი ქართული გუნდიდან ყველზე მეტი თანხა დღეისათვის ქუთაისის „ტორპედომ“ გამოიმუშავა.
ოთხი გუნდიდან ორი გათამაშებას გამოეთიშა – ევროპის ლიგაზე თბილისის „დინამო“ სლოვაკურ „დუნაისკა სტრედასთან“ დამარცხდა (1:1, 1:2), ხოლო „სამტრედია“ – ყაზახურ „ტობოლთან“ (0:1, 0:2). ორივე მათგანი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 240 ათას ევროს (დააახლოებით, 684 ათას ლარს) მიიღებს.
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქე მხოლოდ საჩხერის „ჩიხურამ“ დაამარცხა – გუნდმა იერუსალიმის „ბეითარ ტრამპს“ ორი მატჩის ჯამში (0:0, 2:1) სძლია და 240 ათას ევროსთან ერთად დამატებით მეორე ეტაპზე გასვლისთვის 260 ათასი ევრო გამოიმუშავა, ანუ ჯამში 500 ათასი ევრო (დაახლოებით, 1 425 000 ლარი).
ყველაზე მეთ თანხას ქუთაისის „ტორპედო“ მიიღებს, რადგან უეფა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვურ „შერიფთან“ (2:1, 0:3) თამაშისთვის 280 ათას ევროს (789 ათასი ლარი) დაურიცხავს. გუნდი გათამაშებას გამოეთიშა, მაგრამ ახალი ფორმატით, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც დამატებით 260 ათას ევროს მიიღებს. ანუ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს 540 ათასი ევრო (1 539 000 ლარი) გარანტირებული აქვს.