logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ეს ქვეყანა მამათმავლობას არ შეეგუება!
- +

9 მაისი. 2016. 01:57


კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით საქართველოში ერთნაირსქსიანთა ქორწინების დაკანონება არ მოხდება, რადგან ქართული ღირებულებები და ტრადიციები ამგვარ ფასეულობებს არ ითვალისწინებს.

 

„საკითხი დგას ძალიან მარტივად, ეს ქვეყანა მამათმავლობას შეეგუება თუ არა? ეს ქვეყანა მამათმავლობას არ შეეგუება, ამას ლაპარაკი არ უნდა. იმიტომ კი არა, რომ ძალიან მორწმუნეები ცხოვრობენ, იმიტომ, რომ კავკასიური ტრადიციები, ის ტრადიციები, რომელზეც ეს ხალხი საუკუნეების მანძილზეა აღზრდილი და ძალიან მინდა მჯეროდს, რომ ეს ტრადიციები მომავალში გაგრძელდება, არ გუობს მამათმავლობას.

 

არც ერთი რელიგია, რომელიც ამ ქვეყანაში კონფესიის სახით არის წარმოდგენილი, ეს არის იუდაიზმი, ისლამი, კათოლიციზმი, და მართლმადიდებლობა, ამას არ ღებულობს და არ მიიღებს.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ადამიანის უფლებებზე, იმ ადამიანებმა, ვინც ამ უფლებების უკან საკუთარი უკანალის უკან ვერაფერს ვერ ხედავენ, არ გასცდება იმას, რაზეც არის ლაპარაკლი. "- განაცხადა ხაინდრავამ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner