logo_geo
eng_logo
ისრაელის არმია: „ჰამასის“ სამი სამხედრო ბანაკი განადგურებულია
- +

21 ივლისი. 2018. 13:27

 

 

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ 68 სამიზნე გაანადგურა. აღნიშნული ისრაელის არმიის ჯარისკაცის მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.

 

„ისრაელის არმიამ „ჰამასის“ სამი სამხედრო ბანაკი გაანადგურა ზეითუნში, ხან-იუნისეში და ელ-ბურეიჯაში“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ისრაელის არმიაში აღნიშნავენ, რომ „თავდაცვის ძალები მასშტაბურად მოქმედებდნენ „ჰამასის“ ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ და საერთო ჯამში, ტერორისტული ორგანიზაციის 68 ობიექტია განადგურებული“.

 

„დარტყმები განხორციელებული იყო ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცის მკვლელობის, ასევე ტერორისტული მოძრაობა „ჰამასის სხვა ქმედებებზე საპასუხოდ. „ჰამასი“ განაგრძობს ტერორისტულ შეტევებს ისრაელის მოქალაქეებისა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - აღნიშნეს უწყებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner