ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა ხოსპიოში, მურჯახეთში, ჩანდურაში, ოკამში, ქარცეფსა და მიმდებარე სოფლებში.
არსებული ინფორმაციით, განადგურდა ჰექტრობით კარტოფილის ნათესები, სადაც ზარალი დაახლოებით 70–80%–ს შეადგენს.
ამ დროისათვის, თვითმმართველობაში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს. მდგომარეობის შესასწავლად, ადგილზე ელოდებიან სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორსაც.