„21 წლის შემდეგ და 21-ე საუკუნეში პირველად, სამტრედიის საფეხბურთო კლუბი- ევროპის სარბიელზე იასპარეზებს!"- ამის შესახებ ინფორმაციას ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„ვულოცავ, სამტრედიელებს ამ უდიდეს წარმატებას! ეს არის ქალაქი, რომელსაც ფეხბურთი უყვარს!
უდიდესი მადლობა: ფეხბურთელებს, კლუბის ხელმძღვანელობას, გულშემატკივართა ერთგულ, მრავალრიცხოვან არმიას და უნიჭიერეს მწვრთნელს- გიორგი ცეცაძეს.
ევროპის ლიგაზე, წარმატებას გისურვებთ, ჩემო სამტრედიელებო!!!"