logo_geo
eng_logo
„მემუქრებიან!“- რას აცხადებდა გურამ შარაძე მკვლელობამდე?..
- +

9 მაისი. 2016. 02:29


ისტორიკოსი და მეცნიერი გურამ შარაძე მკვლელობმდე ცოტა ხნით ადრე მუქარებზე საუბრობდა, რომელც მის წინააღმდეგ იყო მიმართული.


„რეპორტიორი" გთავაზობთ შარაძის ინტევიუდან ნაწყვეტს, სადაც აცხადებს, რომ უცნობი პირები „მეორე 15 ივნისის" მოწყობით ემუქრებიან.

1998 წლის 15 ივნისს გურამ შარაძის უფროსი ვაჟი მოკლეს...


„მინდა განვაცხადო, რომ არის გაუთავებელი მუქარები, ჩემს წინააღმდეგ, პარლამენტშიც და სახლშიც, რომ თქვენ თუ არ დაანებებთ თავს 500 000 თურქი მესხის საქართველოში შემოსვლის წინააღმდეგ ბრძოლას, მეორე 15 ივნისს გაგითენებთო!

 

მაყურებელმა იცის, რომ 1998 წლის 15 ივნისს მომიკლეს უფროსი ვაჟი და ახლა კვლავ ასეთი აქტით მემუქრებიან. მე ამის შესახებ ადრე განვაცხადე და ზოგიერთმა ჟურნალისტმა გული მატკინა, რომ გურამ შარაძესაც დაეწყო მოლანდებები ტერაქტებზეო.

ვაფრთხილებ სამართალდამცველებს და შესაბამის სტრუქტურებს, რომ „მოლანდებები" მაქვს. მშიშარა კაცი არ ვარ, უბრალოდ მეშინია იმისი, რომ ჩემზე დამიზნებული ტყვია, სხვა ჩემს ოჯახის წევრს არ მოხვდეს."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner