ნავთობისა და გაზის მრეწველობის ამერიკელი ლობისტები ცდილობენ დაარწმუნონ კონგრესმენები, არ მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გულისხმობს, თუ სამომავლო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობა დაფიქსირდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სენატის წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამ წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ ორმა დემოკრატმა სენატორმა კრის ვან ჰოლენმა და მარკო რუბიომ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში სანქციების შემოღებას გულისხმობს. დოკუმენტს DETER (The Defending Elections from Threats by Establishing Redlines) ჰქვია.
Reuters-ის წყაროს არ დაუსახელებია კომპანიები, რომლებიც ცდილობენ კანონპროექტის გაუქმების ლობირებას.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, კომპანია Exxon Mobil-მა ადრე რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები გააკრიტიკა.