logo_geo
eng_logo
სამართალდამცველებმა თბილისში თორნიკე კაჭარავა დააკავეს
- +

22 ივლისი. 2018. 03:24

 

 

 

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე სამართალდამცველებმა თორნიკე კაჭარავა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით არის დაკავებული.

 

„თბილისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა წარსულში არაერთგზის ნასამართლები, 1989 წელს დაბადებული თ.კ. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში.

 

თორნიკე კაჭარავა პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და ასევე, მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია. თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულისთვის გასულ წელს დააკავეს და მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner