logo_geo
eng_logo
„აფსუს ამ სარათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენო“ - როგორ დაიჩოქა სტალინის წინაშე ირანის შაჰინშაჰმა
- +

22 ივლისი. 2018. 03:25

 

 

1941 წლის აგ­ვის­ტო­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და დი­დი ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­­ბი ირან­ში შე­იჭ­რნენ. რე­ზა შა­ჰი (მე­ფობ­და 1925 წლი­დან) იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, 16 სექ­ტემ­ბერს თა­ვი­სი­ვე ვა­ჟის - მო­ჰა­მად რე­ზას (1919-1980) სა­სარ­გებ­ლოდ ტახ­ტი­დან გა­დამ­დგა­რი­ყო. 

იმ­დრო­ინ­დელ ირან­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­წე­რი­ლო­ბა შე­მოგ­ვი­ნა­ხა თვით­მხილ­ველ­მა, 1943 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე თე­ი­რან­ში ჩა­სულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, მი­ლი­ცი­ის III რან­გის კო­მი­სარ­მა (შე­ე­სა­ბა­მე­ბა გე­ნე­რალ­-მა­ი­ორს) კა­პი­ტონ ნაჭყ­­ბი­მ, რო­მე­ლიც იხ­სე­ნებ­და:

„საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ 1921 წლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ერ­თ-ერ­თი პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, 1941 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­იყ­ვა­ნა თა­ვი­სი ჯა­რე­ბი ირა­ნის ჩრდი­ლო­ეთ რა­ი­ო­ნებ­ში, რი­თაც ჩა­შა­ლა ფა­შისტ აგ­რე­სორ­თა გეგ­მე­ბი და ირანს აა­ცი­ლა ფა­შის­ტუ­რი მო­ნო­ბის საფ­რთხე...

რე­ზა-­შა­ჰი სას­წრა­ფოდ გა­დად­გა, ტახ­ტი გა­და­უ­ლო­ცა თა­ვის შვილს მო­ჰა­მადრე­ზა ფეჰ­ლე­ვის, თვი­თონ კი... გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს. შაჰს მიჰ­ყვა მრა­ვა­ლი მომ­ხრე - მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, ვაჭ­რე­ბი. ირან­ში რომ ჩა­ვე­დით, ვნა­ხეთ უამ­რა­ვი მი­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ბაყ­ლო და დუ­ქა­ნი. 

ვაჭ­რე­ბის წას­ვლამ დი­დი და­ღი და­ას­ვა ქვეყ­ნის მცი­რე­რიცხ­ო­ვან არ­მი­ას, რო­მელ­საც მა­თი წყა­ლო­ბით ედ­გა სუ­ლი.

 

 

 


მო­კავ­ში­რე­ებ­მა ირა­ნი აირ­ჩი­ეს ბა­ზად საბ­ჭო­თა ფრონ­ტის­თვის ტექ­ნი­კი­სა და სურ­სა­თის მი­სა­წო­დებ­ლად. ომ­ში საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის ჩაბ­მამ ირა­ნელ­თა შო­რის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ბრძო­ლის ტალ­ღა გა­მო­იწ­ვი­ა. შე­იქ­მნა ირა­ნის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ა, ხალ­ხი მზად იყო, ხელ­ში აე­ღო მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და საბ­ჭო­თა არ­მი­ას. სტა­ლი­ნი ჩა­რე­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, თუმ­ცა მას და­ბე­ჯი­თე­ბით სთხოვ­დნენ მფარ­ვე­ლო­ბას ირა­ნე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი და ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი.



ერ­თხელ შე­ვეს­წა­რი სა­­ბარს, რო­დე­საც სტა­ლინს ჰკითხ­ეს, - რა­ტომ არ გა­უწ­ვდით დახ­მა­რე­ბის ხელს თურ­ქე­თის ლა­ზებ­სო. სტა­ლინ­მა უპა­სუ­ხა, რომ მზად არის და­ეხ­მა­როს მათ, ოღონდ არა ახ­ლა და არა თურ­ქე­თი­სა თუ ირა­ნის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის გზით. "ასე­თი სა­კითხ­ე­ბი, - თქვა მან, - წყდე­ბა ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლით თვით­გა­მორ­კვე­ვი­სა და ავ­ტო­ნო­მი­ი­სათ­ვის, რა­საც მათ შე­უძ­ლი­ათ მი­აღ­წი­ონ". 



ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში ჩად­გო­მა 21 წლის შა­ჰინ­შაჰს მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში მო­უხ­და. იგი მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო­თა მძლავ­რი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და და იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, რომ მა­მის მტკი­ცე დიქ­ტა­ტო­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კით შე­ეც­ვა­ლა. ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად იგი თით­ქმის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა და უფ­რო სიმ­ბო­ლუ­რი მო­ნარ­ქი იყო. ეს არც გას­ჭირ­ვე­ბი­, რად­გან ყმაწ­ვი­ლო­ბი­დან­ვე ევ­რო­პუ­ლად იყო აღ­ზრდი­ლი. 

1943 წლის 28 ნო­ემ­ბერს თე­ი­რან­ში და­იწყო მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დერ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა, რო­მე­ლიც 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­და. 



იმ პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდა შა­ჰინ­შაჰს სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ში ეს­ტუმ­რა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ამ ქვეყ­ნის უზე­ნა­ე­სი ხე­ლი­სუ­ფა­ლი, იმ­ხა­ნად მარ­შა­ლი, ხო­ლო 1945 წლი­დან - გე­ნე­რა­ლი­სი­მუ­სი იო­სებ სტა­ლი­ნი

სტა­ლინს თან ახ­ლდნენ: საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი (შემ­დეგ­ში - მარ­შა­ლი) ლავ­რენ­ტი ბე­რი­სტა­ლი­ნის პი­რა­დი დაც­ვის უფ­რო­სი (შემ­დეგ­ში - გე­ნე­რალ­-ლე­ი­ტე­ნან­ტი) შალ­ვა წე­რე­თე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი (შემ­დეგ­ში - გე­ნე­რალ­-ლე­ი­ტე­ნან­ტი) გრი­გოლ კა­რა­ნა­ძე, თე­ი­რან­ში ჩა­სუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის დაც­ვის ერ­თ-ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კა­პი­ტონ ნაჭყ­­ბი­.


ამ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სოდ არის მოთხ­რო­ბი­ლი ის­ტო­რი­კოს დე­ვი სტუ­რუ­ას მო­გო­ნე­ბებ­ში, რო­მელ­შიც ვკითხ­უ­ლობთ: "თე­­რა­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ ხალ­ხში და­დი­­და ერ­თი ასე­თი ამ­ბა­ვი: სტა­ლინ­მა გა­დაწყ­ვი­ტა ვი­ზი­ტად წვე­­და ირა­ნის შაჰს, რო­მე­ლიც... ეს-ესაა აიყ­ვა­ნეს ტახ­ტზე, და­ამ­ხეს რა მი­სი მა­მა. შა­ჰი მა­შინ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა იყო და სტა­ლი­ნის მის­ვლამ­დე ძალ­ზე ინერ­ვი­­ლა

რო­ცა სტა­ლი­ნი ბე­რი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის გე­ნერ­ლის გრი­გოლ კა­რა­ნა­ძის თან­ხლე­ბით სა­ტახ­ტო დარ­ბაზ­ში შე­ვი­და და ახალ­გაზ­რდა შაჰს მი­უ­ახ­ლოვ­და, ირა­ნის ახალ მფლო­ბელს მუხ­ლე­ბი მო­ე­კე­ცა და სტა­ლი­ნის წინ ჩა­ი­ჩო­ქა. სტა­ლი­ნი და­ეხ­მა­რა შაჰს ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი­ყო, შემ­დეგ მი­უბ­რუნ­და ბე­რი­­სა და კა­რა­ნა­ძეს და ქარ­თუ­ლად უთხ­რა: 
- აფ­სუს, რომ ამ სუ­რათს გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე და ერეკ­ლე მე­ფე არ ხე­და­ვე­ნო.


მე ვკითხე ბა­ტონ გრი­გოლ კა­რა­ნა­ძეს, რამ­დე­ნად შე­ე­ფე­რე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს ეს ამ­ბა­ვი, რა­ზეც ბა­ტონ­მა გრი­გოლ­მა ღი­მი­ლით მი­პა­სუ­ხა:
- ჰო, იყო რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი".

 

 


ამ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ასეა მოთხ­რო­ბი­ლი მი­სი უშუ­ა­ლო თვით­მხილ­ვე­ლის, კა­პი­ტონ ნაჭყ­ე­ბი­ას მო­გო­ნე­ბა­ში:


"ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ბა­ქოს გაფ­რინ­და ჯგუ­ფი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც გე­ნე­რალ გრი­გოლ კა­რა­ნა­ძეს­თან ერ­თად მეც ვი­ყა­ვი. ჩვენ და­სა­ცა­ვად უნ­და გავ­ყო­ლო­დით სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ას. ეს დე­ლე­გა­ცია ირა­ნის დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რან­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და სა­მი მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­მძღვა­ნელ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ დიპ­ლო­მა­ტე­ბი და სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი...

ირან­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე საბ­ჭო­თა სა­ელ­ჩო­ში დავ­ბი­ნავ­დით და და­ვიწყ­ეთ მზა­დე­ბა სტა­ლინ­თან შე­სახ­ვედ­რად... და­ვი­ნა­ხეთ სტა­ლი­ნი თა­ვი­სი ძვე­ლი ფა­რა­ჯი­თა და ქუ­დით. მის უკან - ვო­რო­ში­ლო­ვი, მო­ლო­ტო­ვი და სხვა თან­მხლე­ბი პი­რე­ბი. ჩვენ, დამ­ხვდურ­ნი, და­ძა­ბუ­ლი ვი­დე­ქით. სტა­ლი­ნი თვი­თონ მო­ვი­და ჩვენ­თან, ჩა­მოგ­ვი­­რა, ყვე­ლას ხელს არ­თმევ­და. ქარ­თვე­ლე­ბი რომ დაგ­ვი­ნა­ხა - "სა­ლა­მი სა­ქარ­თვე­ლო­სო" - გვითხ­რა...
თე­ი­რან­ში ჩას­ვლის პირ­ველ დღე­ებ­ში­ვე სტა­ლინ­მა ახალ­გაზ­რდა შა­ჰი მო­ი­ნა­ხუ­ლა. 

სტა­ლინს უთხ­რეს, რომ შა­ჰი თვი­თონ ეახ­ლა რუზ­ველტს და სა­უ­ბარ­მა სულ ხუთ წუთს გას­ტა­ნა. ხო­ლო ჩერ­ჩილ­მა იგი მი­სა­ღებ­ში აყურ­ყუ­ტა, მე­რე კი აუ­დი­ენ­ცია სამ წუთ­ში და­ამ­თავ­რა... ბუ­ნებ­რი­ვი­ა, შა­ჰი შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი დარ­ჩა ასე­თი მი­ღე­ბით.

სტა­ლინ­მა მითხ­რა, - შაჰს უნ­და ვეწ­ვი­ოთ, ვი­ნა­­დან სტუმ­რის ვა­ლი­, ეახ­ლოს მას­პინ­ძელს, ვის მი­წაწყალ­ზეც იმ­ყო­ფე­ბი­. შაჰს წი­ნას­წარ შე­ვატყ­­ბი­ნეთ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ვი­ზი­ტი, მაგ­რამ ზუს­ტი დრო არ გვით­ქვამს...

ქუ­ჩებ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი ხალ­ხი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ხვდე­ბო­და სტა­ლინს, ბევ­რგან ვიტ­რი­ნებ­ში მი­სი პორ­ტრე­ტე­ბი გა­მო­ეკ­რათ... 

რო­დე­საც სა­სახ­ლეს მი­ვა­დე­ქით, გა­ი­ღო რკი­ნის ჭიშ­კა­რი და ჩვენ შე­მოგ­ვე­გე­ბა მსუ­ბუქ სპორ­ტულ კოს­ტი­უმ­ში გა­მოწყ­ო­ბი­ლი ყმაწ­ვი­ლი ქა­ლი, რო­მე­ლიც ვე­ლო­სი­პედ­ზე იჯ­და. სტა­ლი­ნი რომ და­ი­ნა­ხა, ეტყ­ო­ბა, იც­ნო. შა­ლი მო­­ხუ­რა მხრებ­ზე და ჩვენს შე­სახ­ვედ­რად წა­მო­ვი­და, გუ­ლი­თა­დად ჩა­მო­არ­თვა ხე­ლი სტა­ლინს - ასე გა­იც­ნო სტა­ლინ­მა შა­ჰის მე­უღ­ლე

სა­სახ­ლე­ში შეგ­ვიძღ­ვნენ. შა­ჰი ისე და­იბ­ნა, რომ მუხ­ლებ­ზე და­ემ­ხო და სტა­ლინს მხსნე­ლი უწო­და. სტა­ლინ­მა ფეხ­ზე აა­ყე­ნა. გა­ი­მარ­თა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი. ილა­პა­რა­კეს ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბა­ზე­ბის გან­ლა­გე­ბი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის საზღ­ვრე­ბის­კენ ტვირ­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ.

უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, სტა­ლი­ნი ქარ­თუ­ლად გაგ­ვე­სა­უბ­რა: - აფ­სუს, ახ­ლა გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე რომ აა­ყე­ნა და მუხ­ლმოდ­რე­კი­ლი სპარ­სე­თის შა­ჰი და­ა­ნახ­ვა­ო..." 

ქარ­თველ მო­ნა­წი­ლე­თა გარ­და, ამ ფაქტს იხ­სე­ნებს ცნო­ბი­ლი საბ­ჭო­თა მზვე­რა­ვი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რი გ­ვორქ ვარ­თა­ნი­­ნი. 1943 წელს იგი თე­ი­რან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­გან­გე­ბო ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მელ­მაც ათე­უ­ლო­ბით გერ­მა­ნე­ლი მზვე­რა­ვი გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა. ამ უკა­ნას­კნელთ და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ "დი­დი სა­მე­უ­ლის" ლი­დე­რებ­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მოწყ­ო­ბა. 

 

 


მოგ­ვი­ა­ნე­ბით გე­ვორქ ვარ­თა­ნი­ა­ნი იგო­ნებ­და: "სა­მი­ვე­ნი იქ რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხე. სტა­ლი­ნი - ხუ­თი მეტ­რის მან­ძი­ლი­დან, რო­ცა ვო­რო­ში­ლოვ­სა და მო­ლო­ტოვ­თან ერ­თად შა­ჰის სა­სახ­ლე­ში გა­ემ­გზავ­რა მო­ჰა­მად­რე­ზა ფეჰ­ლე­ვის­თვის მად­ლო­ბის გა­და­სახ­დე­ლად სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის­თვის. ეს ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც მა­შინ ირა­ნელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვი­ა.

ვერც რუზ­ველ­ტი და ვერც ჩერ­ჩი­ლი ვერ მიხ­ვდნენ, რომ იგი­ვე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, შა­ჰი აა­ღელ­ვა სტა­ლი­ნის მხრი­დან ყუ­რადღ­ე­ბის ამ­გვა­რად გა­მო­ხატ­ვამ. რო­ცა ის სა­ტახ­ტო დარ­ბაზ­ში შე­ვი­და, შა­ჰი ფეხ­ზე წა­მო­იჭ­რა, მი­ირ­ბი­ნა და მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა, რა­თა მის­თვის ხელ­ზე ეკოც­ნა. მაგ­რამ სტა­ლი­ნი და­ი­ხა­რა და შა­ჰი წა­მო­ა­ყე­ნა..."

ვფიქ­რობთ, მარ­თლაც უჩ­ვე­უ­ლო ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა­ა, რო­ცა თე­ი­რა­ნის სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხე­ლით მი­სულ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ქარ­თველ­თა წი­ნა­შე, ირა­ნის შა­ჰინ­შაჰ­მა მო­წი­წე­ბის ნიშ­ნად მუხ­ლი მო­ი­ყა­რა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner