logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!
- +

9 მაისი. 2016. 02:43


პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და საზოაგდეობას 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.


„თევდორე კობახიძე, ჩემი ბაბუა, ქერჩთან დაიღუპა ფაშიზმთან ბრძოლაში...

 ის არც კომუნისტი იყო და არც სტალინისტი, ის საქართველოს პატრიოტი იყო და იქ უცხო მიწაზეც თავისი პატარა მიწისთვის იბრძოდა... საფლავიც არ ვიცით, მამას არ ახსოვს, ისეთი პატარა დატოვა, მამიდას ბუნდოვნად, ბებო ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სულ ელოდა, იქნებ გადარჩა და ოდესმე გამოჩნდეს კიდეცო...

 

მე არ გიცნობდი, მაგრამ ძალიან მეამაყები ბაბუ, ვიცი, რომ ძალიან მაგარი კაცი იყავი შენ! ქედს ვიხრი შენი და ყველა დაღუპული ჩვენი თანამემამულის ხსოვნის წინაშე!

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner