logo_geo
eng_logo
შსს: „ბეკოს" მაღაზიიდან მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე პოლიცია ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს
- +

22 ივლისი. 2018. 13:57

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანში „ბეკოს“ მაღაზიიდან ტელეფონების ქურდობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე მაღაზია „ბეკო“-დან მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

 

22 ივლისს, 05:35 საათზე, სამმა პირმა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ არსებული ტექნიკის მაღაზია „ბეკოდან" მობილური ტელეფონები მოიპარა და მიიმალა. მიმდინარეობს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

ბოლო პერიოდში „ბეკოს“ ზემოხსენებული მაღაზიის გაქურდვის ფაქტებზე გლდანის პოლიციას კიდევ ორ ფაქტზე აქვს სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ორივე შემთხვევაში დადგინდა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა და მხილებული არიან არასრულწლოვანები. ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია და დალუქულია, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner