კახეთში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები და ხევები ადიდდა. სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გოგი გოგილაშვილის განცხადებით, ძლიერი ნიაღვრისგან დაზიანებულია შიდა საუბნო გზები.
„ანაგასა და ვაქირში ახლა ვაგზავნით ტექნიკას, გზები წყალმა ქვა-ღორღით გაავსო, რამდენიმე მოსახლეს წყალი სახლშიც შეუვარდა“, - განაცხადა გოგილაშვილმა.
სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარშიც.