logo_geo
eng_logo
სულხან წულაძე, იგივე „სპლიყვი“ თავისუფალია
- +

9 მაისი. 2016. 03:16


თბილისის საქალაქო სასამართლომ აშშ-ს ელჩის მისამართით გამოთქმული მუქარის გამო დაკავებული სულხან წულაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.


დაცვის მხარე სულხან წულაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვდა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა განიხილა და საბოლოოდ დააკმაყოფილა.


შეგახსენებთ, რომ სულხან წულაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. წინასასამართლო სხდომა კი ივნისშია ჩანიშნული.


"თბილისის ფორუმის" ერთ-ერთი მომხმარებელი სულხან წულაძე აშშ-ის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner