logo_geo
eng_logo
ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის სოფლები, ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური დააზარალა
- +

22 ივლისი. 2018. 16:53

 

 

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური დააზარალა.

 

უხვი ნალექი ვერ გაატარა სანიაღვრე არხებმა, დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი.

 

როგორც პირველ არხს მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, ადგილზე უკვე მუშაობს სამაშველო სამსახური და მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში ეხმარება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner