სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
როგორც სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ იუწყება, შეხვედრის დროს მუალემმა და მედოევმა ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც ჟურნალისტები წერენ, მათ ხელი მოაწერეს რამდენიმე ე.წ. შეთანხმებასაც.
როგორც სირიის სახელმწიფო მედია წერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სირიას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გამო.
შეგახსენებთ, რომ სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა.