logo_geo
eng_logo
ათენის აკროპოლისი დაიხურა
- +

22 ივლისი. 2018. 22:31

 

 

ათენის აკროპოლისი და დიონისეს თეატრი კვირას და ორშაბათს ვიზიტორებს არ მოემსახურება, ამის მიზეზი კი ძლიერი სიცხეა, რის გამოც ისინი 22-23 ივლისს დაიხურა. ინფორმაციას საბერძნეთის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

ათენში ჰაერის ტემპერატურა ბოლო დღეების განმავლობაში 38 გრადუსს აღწევს, ზოგიერ რაიონში კი 40 გრადუსამდეა. სწორედ ამიტომ, ტურისტებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით, ობიექტები ორი დღით დაიხურა.

 

გარდა სიცხისა, რეგიონის ზოგიერ ნაწილში აფრიკული მტვერიც გავრცელდა.

 

ამ ზაფხულს მთელ მსოფლიოში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, იაპონიაში სიცხის გამო 30-მდე ადამიანი დაიღუპა. კანადაში კი სიცხეს 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

 

მაღალი ტემპერატურის გარდა ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში უხვი ნალექის გამო დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner