logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: მოვედი ფეხით და ტაშით - წავალ ფეხით და ტაშით!
- +

9 მაისი. 2016. 04:15


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის კობა კობალაძის განცხადებით ვეტერანებმა სახელმწიფოს აღმშენებლობაში ისეთივე დიდი და მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ, როგორც ნებისმიერმა სხვა მოქალაქემ, რომელსაც საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა გააჩნია.

 

„მივედი ფეხით და ტაშით და წამოვალ ალბათ ფეხით და ტაშით.

საკმადო დიდი საპასუხისმგებლო ასპარეზია, საკმაოდ დიდი ტვირთი. აქ ინდივიდუალურად ვინმეს მოსვლით და წასვლით ეს ტვირთი არც წონაში იკლებს და არც გაფერმკრთალდება.

 

ეს ტვირთი საზოაგდოების თითოეულმა წარმომადგენელმა უნდა იგრძნოს და მოგცვცეს იმის საშუალება, რომ თანამოზიარეები ვიყოთ იმ დიდი დაკვეთისა, რასაც ჰქვია სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოში ერთ-ერთი უძლიერესი, უკარგესი და სამაგალითო ხალხის ყურადღების მიქცევა, იმის ხელშეწყობა, რომ ამ ხალხმა საზოგადოებაში თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს.

 

რადგან ღმერთა ინება ისე, რომ ჩვენ, ვეტერანები ვართ ცოცხლები და კვლავ ვართ ვალდებულები ამ ქვეყნის წინაშე, უნდა მოგვეცეს საშუალება მონაწილეობა მივიღოთ სახელმწიფოს აღმშენებლობაში."- განაცხადა კობალაძემ.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner