გორში ძლიერი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მათთან შესულია 10 შეტყობინება.
დატორილია თამარ მეფის, ქუჩიშვილის, ბაგრატიონისა და ლეონიძის ქუჩები.
ადგილზე მობილიზებულია გორისა და ქარელის სამაშველო-სახანძრო ჯგუფები
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერმა წვიმამ ასევე დააზარალა რუსთავი და გარდაბანი.