„გორში, მიჩურინის ქუჩაზე სამი სახლიდან მაშველებმა მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს“, – ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„გორში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასა სახლის კედელს მიაწვა და დააზიანა. დაზიანების საფრთხე შეექმნა მეზობლად მდგარ ბინებსაც, რის გამოც, მაშველებმა სამივე სახლიდან მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.