„გორში მაშველებმა დატბორილი ქუჩიდან მანქანა გამოიყვანეს“, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის, შემოსულია 10 შეტყობინება.
დატბორილია თამარ მეფის, ქუჩიშვილის, ბაგრატიონისა და ლეონიძის ქუჩები.
ადგილზე მობილიზებულია გორისა და ქარელის სამაშველო-სახანძრო ჯგუფები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.