logo_geo
eng_logo
გორში ძლიერმა წვიმამ 15 ქუჩაზე შექმნა პრობლემები
- +

23 ივლისი. 2018. 03:04

 

 

„გორში ძლიერმა ნალექმა, ამ დროის მონაცემებით, გორში 15 ქუჩაზე შექმნა პრობლემები“, – ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულია 17 შეტყობინება.

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გორში წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მობილიზებულია გორისა და ქარელის სამაშველო-სახანძრო ჯგუფები“, – აცხადებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner