logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩავატარეთ, რომ შეკითხვებზე პასუხები მიგვეღო
- +

23 ივლისი. 2018. 11:03

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კვალიფიციურ და კომპეტენტურ დასკვნას მოამზადებს.

 

„საგამოძიებო კომისია აგრძელებს მუშაობას. ამ მომენტისთვის საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩავატარეთ იმისთვის, რომ შეკითხვებზე პასუხები მიგვეღო. დავამუშავებთ ინფორმაციას, რომელიც ამ გამოკითხვების შედეგად მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კვალიფიციურ და კომპეტენტურ დასკვნას მოვამზადებთ ამ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, პროკურატურის წარმომადგენლებთან არაერთი შეკითხვა ექნებათ, კერძოდ, თუ რა გააკეთეს და რისი გაკეთება შეიძლებოდა კიდევ უფრო აქტიურად, რათა მოწმეებს სრულფასოვანი ჩვენებები მიეცათ.

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს მოუსმენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner