logo_geo
eng_logo
„საბჭოთა „კაგებე“ და „გრუ“ გრიგოლ ვაშაძეს აშკარად კრემლის უმაღლესი „ვერხუშკისთვის“ ამზადებენ!“
- +

23 ივლისი. 2018. 14:51

 

„გრიგოლ ვაშაძე რატომ არის უბრწყინვალესი დიპლომატი, როგორც ამ ბოლო დროს ბაგრატის ტაძრის ეზოში მონათლეს, ამ კითხვაზე პასუხი ვერაფრით მიპოვია!“ - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სტატიაში სათაურით - „ცხრა პარტიის ვაშაძე-ანანიაშვილისა“ წერს.

 

„საქართველოში სააკაშვილისთანა უფშვიტინე და ცრუქაქუნა კაცზე იტყვიან - დღეში ცხრა პარასკევი აქვსო!

 

მაია ორჯონიკიძე-ოგანეზოვასა და მეგი გოცირიძე-ასლამაზოვაზე ჩაიქირქილებენ - ცხრა ღობეზე არიან გადამხტარიო!

 

პაატა დავითაიასმაგვარ „გენერლებზე“ აფხუკუნდებიან - ცხრა პარტია გამოიცვალაო!

 

ხოლო სააკაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატსა და ოჯახის ნათლიაზე გრიგოლ ვაშაძეზე იტყვიან - ცხრა პარტიამ მაგისთვის მოიცალაო!

 

ეს ცხრა პარტია ვინ არის, რას წარმოადგენს და რამდენი კაცი უჭერს მხარს. ყველაზე უკეთ ზაზა სარალიძის აქციებზე გამოჩნდა, მაგრამ გრიგოლ ვაშაძე რატომ არის უბრწყინვალესი დიპლომატი, როგორც ამ ბოლო დროს ბაგრატის ტაძრის ეზოში მონათლეს, ამ კითხვაზე პასუხი ვერაფრით მიპოვია!

 

უბრწყინვალესი დიპლომატები იყვნენ: სტალინი, ტალეირანი, შაჰ-აბასი, მეტერნიხი, ბისმარკი, გორჩაკოვი...

 

რატომ არის გრიგოლ ვაშაძე უბრწყინვალესი დიპლომატი? პუტინს მიტაცებული აფხაზეთი და ცხინვალი უომრად, საერთაშორისო კონფერენციებითა და ბალ-მასკარადებით გამოსტაცა ხელიდან, თუ აგვისტოს ავადსახსენებელი ომის დამთავრებისთანავე მოსკოვში უსტარი რომ გააგზავნა - არიქა, იქნებ სუხიშვილები კრემლში ვაცეკვოთო, იმიტომ გახდა „ტრიუმფატორი“?

 

ვაშაძე უბრწყინვალესი დიპლომატი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მონასტერი რომ არ არეულიყო და საბჭოთა კავშირი არ დაშლილიყო, ჭიათურის ქალაქკომის მდივნისა და საბჭოთა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის შვილს შესაძლოა, სერგეი ლავროვ-კალანტაროვის პორტფელისთვისაც გამოეკრა ხელი.

 

მართლაც, საბჭოთა „კაგებე“ და „გრუ“ გრიგოლ ვაშაძეს აშკარად კრემლის უმაღლესი „ვერხუშკისთვის“ ამზადებენ!“, - წერს დიტო ჩუბინიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner