ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს სადაც აღნიშნავს, რომ ადამინს ბუნებასთან სიახლოვე აკეთილშობილებს.
„ძალიან მიყვარს ეზოში ფუსფუსი და მუშაობა, ხეებთან და მცენარეებთან ურთიერთობა და მოვლა. პროფესიონალ აგრონომობამდე ბევრი მაკლია, მაგრამ თითქმის ყოველდღე რაღაცას ვაკეთებ, სანამ დაცხება. არადა, ამოდენა ეზოს მოვლა და შენარჩუნება ძნელია ერთი კაცისთვის...
ვითომ ვბერდები? მაგრამ ჯერ კიდევ 2002 წლის ბოლოს, როცა თბილისში და "კოლხურ კოშკში" დავბრუნდი საცხოვრებლად დიდი ხნის არყოფნის შემდეგ, დამეხმარენ ხეები და მიწა... საშინელი დრო იყო... პრაქტიკულად მარტო დარჩენილი, მძიმე პერიპეტიების შემდეგ, დაავადმყოფებული ვიყავი. დავიწყე დამწვარ სახლში ცხოვრება ყოველგვარი პირობების გარეშე. ამას სულასაძაღლებელი ედიკას საფირმო უშუქობაც ემატებოდა, თუ გადავრჩებოდი იმ ზამთარს, არ მეგონა... სწორედ მიწაზე მუშაობამ დამიბრუნა სიცოცხლის ძალა 2003 წლის გაზაფხულის მოსვლისას...
ჯერ კიდევ მაშინ დავფიქრდი, რატომ დაიბადა ქრისტე მაინცდამაინც დურგლის ოჯახში და არა - მჭედლის, მაგალითად... დღესაც, ვინც რა უნდა იფიქროს, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო დასავენებელი ადგილი ბუნების წიაღია, და არა რესტორანი, კაფე, კლუბი და ა.შ. ალბათ მაინც ძველმოდური ვარ..."