logo_geo
eng_logo
გიორგი გაბოძე: დანა გაიღუნა მიკროსკოპულ დონეზე, ეს მოხდა ექსპერიმენტის დროს და ხელს არ შეუშლის მომავალში რომელიმე ექსპერტს
- +

23 ივლისი. 2018. 15:54

 

 

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შესვენების შემდეგ ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის ყოფილ მოადგილეს ამჯერად კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უსვამენ.

 

მამუკა მდინარაძე დანის გაღუნვის ამბით დაინტერესდა და გიორგი გაბოძეს მიმართა კითხვით, თუ რა ინფორმაცის ფლობდა ის ამ ფაქტთან დაკავშირებით. გიორგი გაბოძემ განმარტა, რომ დანა მიკროსკოპულ დონეზე არის გაღუნული და ის არანაირად არ შეუშლის ხელს არც ერთ ექსპერტს.

 

„გაღუნული დანის შესახებ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამისი თვალით ხილვა არის შეუძლებელი, მხოლოდ და მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ შეიძლება. კერძოდ, ეს დანა გაიღუნა მიკროსკოპულად იმიტომ, რომ ექსპერტები ატარებდნენ იმ კვლევას, რასაც ყოველთვის ატარებდნენ და ამ დანაზე ჩაატარეს. კერძოდ, მუყაოზე გადააფარეს ნაჭერი და დანის სიბასრეს და ა.შ. ამოწმებდნენ, თუმცა ამ დანით ახალი ექსპერიმენტის ჩატარება არ არის გამორიცხული მე რამდენადაც ექსპერტებისგან მაქვს ინფორმაცია. ეს დანა არის ქარხნული წესით დამზადებული დანა და მსგავსი კონსტრუქციის, ანალოგიურ სერიაში არსებული ანალოგიური დანით შეიძლება იგივე კვლევების ჩატარება თუ მაინც და მაინც ვინმე ფიქრობს, რომ ეს მიკროსკოპულ დონეზე გაღუნული წვერი რაიმეს შეუშლის რომელიმე ექსპერტს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ესეც არ შეუშლის ხელს”, - განაცხადა გაბოძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner