logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: მეჩანგლე და მეკოვზე დავით ბაქრაძისგან სხვას რას უნდა ველოდოთ?!
- +

23 ივლისი. 2018. 17:58

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატების ბაგრატის ტაძრის ეზოში წარდგენას გამოეხმაურა.

 

„ეს მაგათი მამა-მარჩენალის მუცლის გვრემის გამოძახილია! სააკაშვილსაც ხომ ასე უყვარდა ბაგრატის ტაძარში მივარდნა და იქ სპექტაკლების მოწყობა?! ჰოდა, ესენიც იმ გზას აგრძელებენ! არადა, ამათ ბაგრატის ტაძარზე მეტად გოგისვანიძეების რესტორანი და ზურნა-დუდუკით ტაშ-ფანდური უფრო შეეფერებათ! ამის მერე მისულიყვნენ ბაგრატის ტაძართან და დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზე თავები ერტყათ, ვერ ვიდავითეთ, დავითო!“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

აქვე, ბარამიძე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბაქრაძე პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის პრეზიდენტებს მოელაპარაკება, რომ ქართველი ემიგრანტები ღირსეულად დაასაქმონ.

 

„აბა, იმას კი არ იტყოდა, საქართველოში უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ყველა ემიგრანტი აქეთ დაბრუნდეს ღირსეული სამუშაოსთვისო! მეჩანგლე და მეკოვზე დავით ბაქრაძისგან სხვას რას უნდა ველოდოთ?! ეგ ხომ ბოკერიას დაქოქილი თოჯინაა და რა ქნას, ასე ასრულებს თავის „არიას“!“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner