logo_geo
eng_logo
ათენთან ახლოს ხანძარია
- +

23 ივლისი. 2018. 22:15

 

 

 

ათენთან ახლოს ხანძარია. reuters-ის ინფორმაციით, ცეცხლი საბერძნეთის დედაქალაქთან ახლოს მდებარე დასახლებას მიუახლოვდა. მოქალაქეების ნაწილს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდა.

 

ხანძრის გამო, დაკეტილია ათენთან ახლოს გამავალი ავტომაგისტრალი. შეფერხებით მოძრაობს სარკინიგზო ტრანსპორტიც. კვამლმა ათენშიც მიაღწია. ყველაზე რთული ვითარება კი შექმნილია სანაპიროზე მდებარე დასახლება კინეტაში. ხელისუფლებამ მოქალაქეებს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცა. პოლიცია მოქალაქეებს სახლების დატოვებაში ეხმარება.

 

ზაფხულის პერიოდში საბერძნეთის ტყეებში ხანძარი ხშირად ჩნდება. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner